საქართველო

24 მაისიდან 7 ივნისამდე, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები პირადობის ელექტრონულ მოწმობას უფასოდ მიიღებენ, ბიომეტრიულ პასპორტს კი − ნახევარ ფასად

საქართველოს პრეზიდენტისა და იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, დიასპორის დღესთან დაკავშირებით, 24 მაისიდან 7 ივნისამდე, სპეციალური აქციის ფარგლებში, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები პირადობის ელექტრონულ მოწმობას უფასოდ მიიღებენ, ბიომეტრიულ პასპორტს კი − ნახევარ ფასად.


ბიომეტრიულ პასპორტს ნახევარ ფასად მიიღებს მოქალაქე:

რომელსაც არასდროს ჰქონია საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი;

რომლის ბიომეტრიული პასპორტი ვადაგასულია ან 2021 წლის 7 ივნისამდე გასდის მოქმედების ვადა;

რომელიც ფლობს ძველ, არაბიომეტრიულ პასპორტს.

პირადობის ელექტრონულ მოწმობას უფასოდ მიიღებს მოქალაქე:


რომელსაც არასდროს ჰქონია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;

რომელიც ფლობს პირადობის ძველ, ლამინირებულ დოკუმენტს;

რომლის ელექტრონული პირადობის მოწმობა ვადაგასულია ან 2021 წლის 7 ივნისამდე გასდის მოქმედების ვადა.

სპეციალურ აქციაში ჩასართავად უცხოეთში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიმართონ საზღვარგარეთ არსებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, ან საკონსულო დაწესებულებებს ადგილზე.