საქართველო

24 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში – ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით – კორონავირუსის 443 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 443 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

24 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 269 438 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 461-ით გაიზარდა და ის 263 257-ს შეადგენს.

ახალი მონაცემებით, 6-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის 3 463-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 19051, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11825, PCR ტესტით – 7226;

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,33%, ბოლო 14 დღის – 236%, ბოლო 7 დღის – 2,36%;

კარანტინის რეჟიმში – 307;

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1600;

კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 193.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 443 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 213 შემთხვევა, აჭარა – 15, იმერეთი – 61, ქვემო ქართლი – 12, შიდა ქართლი – 37, გურია – 26, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 39, კახეთი – 24, მცხეთა-მთიანეთი – 9, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 692, საიდანაც: 1 600 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 748, აჭარაში – 175, იმერეთში – 323. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 302 პირი, მათ შორის, თბილისში – 104, აჭარაში – 33, იმერეთში – 99.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 103 პირი, მათგან თბილისში – 68, აჭარაში- 8, იმერეთში – 9. 193 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 105 – თბილისში, 74 – აჭარაში, 11 – იმერეთში. 899 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 307 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 105, ხოლო აჭარაში – 91.

სულ 6 ოქტომბრიდან – 23 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 107 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 025 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 4 152 პირი, აჭარაში – 440, იმერეთში – 763“.