საქართველო

23 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში – ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით – კორონავირუსის 493 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 493 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

23 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 268 995 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 552-ით გაიზარდა და ის 262 796-ს შეადგენს.

ახალი მონაცემებით, 10-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის 3 457-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 19869, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13410, PCR ტესტით – 6459;

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,48%, ბოლო 14 დღის – 2,4%, ბოლო 7 დღის – 2,4%
კარანტინის რეჟიმში – 285;

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1606;

კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 192/