საქართველო

2252 საარჩევნო უბნის ხმები დათვლილია – „ქართული ოცნებაა“ – 49,32, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია“ – 25,94%

ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველად წინასწარ შედეგებს აქვეყნებს – 3847 უბნიდან 2252 უბნის.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, პროპორციული არჩევნების ხმები, რომელიც 2252 საარჩევნო უბნის მონაცემებს ასახავს, შემდეგნაირად გადანაწილდა:

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 49,32%

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია“ – 25,94%

„ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – 3,77%

ლელო – მამუკა ხაზარაძე – 3,16%

დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – 3,26%

გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი (ახალი საქართველო) – 3,1%

„გირჩი“ – 2,87%

შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია – 1.03%

ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა – 0,84%

მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი – 1,34%

„თავისუფალი დემოკრატები“ 0,29 %

„დავით ჭიჭინაძე ტრიბუნა – ქდმ” 0,55 %

„თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა, გიორგი წულაია)“ 0,33 %

ეს არის მხოლოდ 2252 საარჩევნო უბნის მონაცემები და ცესკოს ვებგვერდზე საარჩევნო უბნების მიხედვით მონაცემები სისტემატურად ახლდება. 

ამომრჩეველმა არჩევანი 50 საარჩევნო სუბიექტს – ორ ბლოკსა და 48 პარტიას შორის გააკეთა. საპარლამენტო არჩევნებისთვის 38 ქვეყანაში 52 საარჩევნო უბანი ფუნქციონირებდა. 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის კოვიდდაწესებულებებში 127 საარჩევნო უბანი მუშაობდა. პენიტენციურ დაწესებულებებში კი 10 საარჩევნო უბანი ფუნქციონირებდა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს 132 ადგილობრივი და 23 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი აკვირდებოდა.

ცესკოს ვებგვერდზე საარჩევნო უბნების მიხედვით მონაცემები სისტემატურად ახლდება.