საქართველო

22 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში – ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით – კორონავირუსის 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

22 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 268 502 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 607-ით გაიზარდა და ის 262 244-ს შეადგენს.

ახალი მონაცემებით, 12-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის 3 447-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 5275, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 2736, PCR ტესტით – 2539;

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,79%, ბოლო 14 დღის – 2,6%, ბოლო 7 დღის – 2,6%;

კარანტინის რეჟიმში – 318;

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1713;

კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 207.