საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
21 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 3 695 შემთხვევაა დადასტურებული. 40-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და ის 1 534-ს შეადგენს.