საქართველო

2023 წლის მესამე კვარტლის ბოლოსთვის საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა 6.3%-ით შემცირდა, ღორის 20.7%-ით, ფრინველის რაოდენობა კი, 13.0%-ით გაიზარდა

ბიზნესკონტინენტის ფოტო: ნახირი – ახალქალაქის მუნციპალიტეტის სოფლების – არაგვას და გომანის მიმდებარე ტერიტორია, 2023 წლის სექტემბერი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის მესამე კვარტლის ბოლოსთვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით, 6.3 პროცენტით შემცირდა და 864.5 ათასი სული შეადგინა. აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 428.2 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 3.8 პროცენტით ჩამორჩება. ღორის რაოდენობა 168.0 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 20.7 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 13.0 პროცენტით გაიზარდა და 11.1 მილიონ ფრთა შედგინა.

ამასთან, უწყების წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის მესამე კვარტალში რძის წარმოებამ 170.9 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 4.8 პროცენტით მეტია. ხორცის წარმოებამ 18.2 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 22.1 პროცენტით მეტია. საქსტატის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 148.6 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 7.4 პროცენტით ნაკლებია.