საქართველო

2023 წლის თებერვალში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი 0.9%-ით შემცირდა, 2022 წლის თებერვალთან შედარებით კი, 4.7%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის თებერვალში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.9 პროცენტით შემცირდა, რაც ძირითადად განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 5.7-პროცენტიანი კლებით, რამაც 0.9 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

2022 წლის თებერვალთან შედარებით კი, მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 4.7 პროცენტით. ინდექსის ზრდა ძირითადად გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 5.4-პროცენტიანი ზრდით, რამაც 3.09 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.