საქართველო

2022 წლის თებერვალში საქართველოში ეკონომიკა 14.6 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკა 14.6 პროცენტით გაიზარდა, იანვარი-თებერვლის ზრდის საშუალო მაჩვენებელი კი 16.3 პროცენტია.

საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, სასტუმროები და რესტორნები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, ხელოვნება, გართობა და დასვენება და სამთომოპოვებითი მრეწველობა.