საქართველო

2019 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში პენსია გაეზრდებათ, როგორც ასაკობრივ პენსიონერებს, ასევე მნიშვნელოვნად და მკვეთრად გამოხატულ შშმ პირებს

2019 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში პენსია გაიზრდება და ეს შეეხება, როგორც ასაკობრივ პენსიას, ასევე მნიშვნელოვნად და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ

მისივე თქმით, ასევე გაიზრდება 0-დან 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების პენსიაც.

„ბიუჯეტის კანონით პენსია განისაზღვრება, სხვა დანარჩენი – მთავრობის დადგენილებით. როგორც კი ბიუჯეტი დამტკიცდება, მთავრობა შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა კაკაურიძემ.

2019 წლდან ასაკობრივი პენსია 20 ლარით იზრდება და 200 ლარი ხდება. ასევე იზრდება მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების პენსიაც.

2018 წლის 10 მაისს, პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვლმა განაცხადა, რომ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს პენსია გაუორმაგდებათ.

guardian.ge