საქართველო

2019 წლის ევროპის ლიტერატურული პრიზის მფლობელი მწერალი ბექა ადამაშვილი გახდა

2019 წლის ევროპის ლიტერატურული პრიზის მფლობელი მწერალი ბექა ადამაშვილი გახდა. ის პირველი ქართველი ავტორია, რომელმაც აღნიშნული ჯილდო მოიპოვა.

კონკურსი ევროპის ლიტერატურული პრიზის მოსაპოვებლად „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამის ქვეყნებისათვის წიგნის გამავრცელებელთა ევროპული და საერთაშორისო ფედერაციის, ევროპის მწერალთა საბჭოსა და ევროპელ გამომცემელთა ფედერაციის ევროპული კომისიის (ევროკავშირის) ორგანიზებით მეთერთმეტე წელია ხორციელდება და მასში საქართველო პირველად 2019 წელს ჩაერთო. პრიზის მოსაპოვებლად ავტორები 14 ქვეყნიდან იბრძოდნენ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ულოცავს ბექა ადამაშვილს 2019 წლის ევროპის ლიტერატურული პრიზის მიღებას.