საქართველო

20 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში – ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით – კორონავირუსის 396 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 396 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

20 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 268 097 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 469-ით გაიზარდა და ის 261 066-ს შეადგენს.

ახალი მონაცემებით, 19-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის 3 425-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 18015, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11021, PCR ტესტით – 6994;

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,2%, ბოლო 14 დღის – 2,6%, ბოლო 7 დღის – 2,4%;

კარანტინის რეჟიმში – 281;

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1769;

კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 228.