საქართველო

2 მარტის მდგომარეობით, საქართველოში – ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით – კორონავირუსის 461 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში – ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 461 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

2 მარტის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 271 379 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 163-ით გაიზარდა და ის 265 686-ს შეადგენს.

ახალი მონაცემებით, 12-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-12-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის 3 532-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 22 900, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16 895, PCR ტესტით – 6 005;

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,01%, ბოლო 14 დღის – 1,78%, ბოლო 7 დღის – 1,4%;

კარანტინის რეჟიმში – 237;

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1 471;

კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 149.