საქართველო

2 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში – კონტროლირებად ტერიტორიაზე – კორონავირუსის 4 033 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 4 033  ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

2 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 143 376 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4 061 -ით გაიზარდა და ის 121 621 -ს შეადგენს.

ახალი მონაცემებით, 36-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის 1 342-ს შეადგენს.