საქართველო

19 წლის გაუჩინარებული ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი გარდაცვლილი იპოვეს

4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს, – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. სამძებრო სამუშაოები შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო.