19 სექტემბრის მონაცემით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 64 ათასი ტონა ყურძენი. ღვინის საწარმოებს ყურძენი 4500-მდე მევენახემ ჩააბარა.
ღვინის საწარმოების მიერ გადამუშავებული ყურძნიდან 29,3 ათას ტონამდე საფერავი, 28,3 ათას ტონამდე რქაწითელი, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 425 ღვინის კომპანია/მარანი, აქედან 163 რთველის პროცესში უკვე ჩართულია.
რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. ყველა რესურსი მობილიზებულია იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება.
რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1501 და ასევე რთველის საკოორდინაციო შტაბის ცხელი ხაზზე – 0322 193 283.
ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.