საქართველო

19 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

19 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 3 306 შემთხვევაა დადასტურებული. 46-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და ის 1 481-ს შეადგენს.