საქართველო

19 მარტის მდგომარეობით, საქართველოში – ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით – კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში – ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

19 მარტის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 276 796 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 242-ით გაიზარდა და ის 269 626-ს შეადგენს.

ახალი მონაცემებით, 9-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის 3 683-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 23 827, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 915, PCR ტესტით – 8 912;

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 1,51%, ბოლო 14 დღის – 1,51%, ბოლო 7 დღის – 1,37%;

კარანტინის რეჟიმში – 235;

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1 434;

კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 154.