საქართველო

19 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში – ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით – კორონავირუსის 388 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 388 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

19 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 267 701 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 331-ით გაიზარდა და ის 260 597-ს შეადგენს.

ახალი მონაცემებით, 7-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის 3 406-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 16391, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 10091, PCR ტესტით – 6300.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,37%, ბოლო 14 დღის – 2,7%, ბოლო 7 დღის – 2,4%.

კარანტინის რეჟიმში – 253.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1813.

კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 232.