საქართველო

18 მარტის მდგომარეობით, საქართველოში – ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით – კორონავირუსის 369 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში – ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 369 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

18 მარტის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 276 436 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 378-ით გაიზარდა და ის 269 384-ს შეადგენს.

ახალი მონაცემებით, 9-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის 3 674-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 23 747, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 503, PCR ტესტით – 10 244;

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 1,55%, ბოლო 14 დღის – 1,53%, ბოლო 7 დღის – 1,33%;

კარანტინის რეჟიმში – 213;

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1 412;

კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 154.