საქართველო

18 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში – ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით– კორონავირუსის 365 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 365 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

18 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 267 313 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 539-ით გაიზარდა და ის 260 266-ს შეადგენს.

ახალი მონაცემებით, 9-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის 3 399-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 17188, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9866, PCR ტესტით – 7322

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,12%, ბოლო 14 დღის – 2,7%, ბოლო 7 დღის – 2,3%

კარანტინის რეჟიმში – 252

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1869

კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 248