საქართველო

17 მარტის მდგომარეობით, საქართველოში – ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით – კორონავირუსის 382 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში – ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 382 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

17 მარტის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 276 067 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 313-ით გაიზარდა და ის 269 006-ს შეადგენს.

ახალი მონაცემებით, 7-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის 3 665-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 27 167, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 542, PCR ტესტით – 8 625;

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 1,41%, ბოლო 14 დღის – 1,52%, ბოლო 7 დღის – 1,34%;

კარანტინის რეჟიმში – 224;

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1 405.