საქართველო

17 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში – ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით– კორონავირუსის 486 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 486 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

17 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 266 948 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 499-ით გაიზარდა და ის 259 727-ს შეადგენს.

ახალი მონაცემებით, 13-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის 3 390-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 12628, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14802, PCR ტესტით – 6564.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,53%, ბოლო 14 დღის – 2,8%, ბოლო 7 დღის – 2,4%.

კარანტინის რეჟიმში – 242.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1828.

კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 229.