საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
16 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 15 327 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 246-ით გაიზარდა და ის 7 613-ს შეადგენს.
ახალი მონაცემებით, 11-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის 124-ს შეადგენს.