საქართველო

16 მარტის მდგომარეობით, საქართველოში – ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით – კორონავირუსის 537 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში – ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 537 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

16 მარტის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 275 685 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 128-ით გაიზარდა და ის 268 693-ს შეადგენს.

ახალი მონაცემებით, 8-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის 3 658-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 29 652, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 22 203, PCR ტესტით – 7 449;

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 1,81%, ბოლო 14 დღის – 1,52%, ბოლო 7 დღის – 1,45%;

კარანტინის რეჟიმში – 206;

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1 376;

კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 133.