საქართველო

16 თებერვლის მდგომარეობით, თბილისში კორონავირუსის 328, იმერეთში – 138, გურიაში – 55 შემთხვევა გამოვლინდა

16 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში – ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით – კორონავირუსის 740 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლინდა 328, იმერეთში – 138, გურიაში – 55.

ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევების რეგიონების მიხედვით განაწილება შემდეგია: თბილისში გამოვლენილია 328 შემთხვევა, აჭარა – 32, იმერეთი – 138, ქვემო ქართლი – 25, შიდა ქართლი – 69, გურია – 55, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 41, კახეთი – 33, მცხეთა-მთიანეთი – ცხრა, სამცხე-ჯავახეთი – შვიდი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – სამი.

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 831, საიდანაც 1 848 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 816, აჭარაში – 152, იმერეთში – 446.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 395 პირი, მათ შორის, თბილისში – 168, აჭარაში – 38, იმერეთში – 114. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 103 პირი, მათგან თბილისში – 69, აჭარაში- 6, იმერეთში – 14. 230 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 112 – თბილისში, 102 – აჭარაში, 12 – იმერეთში.

1 753 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 242 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 113, ხოლო აჭარაში – 44.

6 ოქტომბრიდან – 15 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 22 864 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 020 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 6 112 პირი, აჭარაში – 609, იმერეთში – 1 204”, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.