საქართველო

15 მარტის მდგომარეობით, საქართველოში – ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით – კორონავირუსის 159 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში – ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 159 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

15 მარტის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 275 148 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 328-ით გაიზარდა და ის 268 565-ს შეადგენს.

ახალი მონაცემებით, 2-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის 3 650-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 13 730, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9 275, PCR ტესტით – 4 455;

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 1,16%, ბოლო 14 დღის – 1,53%, ბოლო 7 დღის – 1,41%;

კარანტინის რეჟიმში – 211;

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1 358;

კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 131.