საქართველო

15 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში – ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით – კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

15 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 265 722 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 639-ით გაიზარდა და ის 258 732-ს შეადგენს.

ახალი მონაცემებით, 11-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის 3 363-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 9197, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6208, PCR ტესტით – 2989.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 1,79%, ბოლო 14 დღის – 3%, ბოლო 7 დღის – 2,5%.

კარანტინის რეჟიმში – 238.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1932.

კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 232.