საქართველო

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ წარვადგინეთ პროგრესული გუნდი

ჩვენ წარვადგინეთ პროგრესული გუნდი, ესენი არიან ჩვენი პოლიტიკური გუნდის გამოცდილი წევრები, ასევე, ახალი თაობის ლიდერები, რომლებიც ახალ ენერგიას, იდეებსა და მოტივაციას შემოიტანენ გუნდში. თითოეული ადამიანის უკან დგას წარმატება, პროფესიონალიზმი, კეთილსინდისიერება, სამშობლოსა და თანამოქალაქეების მიმართ ერთგულება, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ.

„ჩვენი გუნდი არის მომავალზე ორიენტირებული, ჩვენ გვყავს გამოცდილი ლიდერები, გვყავს ადამიანები, რომელთაც ზურგს უმაგრებს წარმატებული გამოცდილება, კარგი განათლება და რაც მთავარია, სამშობლოს სიყვარული. სწორედ ამ ნიშნით იყო შერჩეული და დაკომპლექტებული ეს გუნდი. აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს თანაგუნდელს, ვინც მე-9 მოწვევის პარლამენტში იმუშავა. ისინი მომავალშიც ღირსეულ პოზიციებს დაიკავებენ სხვადასხვა სექტორში და ჩვენ ერთად განვაგრძობთ მუშაობას ქვეყნის განვითარებისთვის“, – განაცხადა თალაკვაძემ.