საქართველო

13 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში – ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით – კორონავირუსის 535 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 535 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

13 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 265 200 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 757-ით გაიზარდა და ის 257 441-ს შეადგენს.

ახალი მონაცემებით, 7-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის 3 343-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 27187, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18381, PCR ტესტით – 8806.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 1,97%, ბოლო 14 დღის – 3,2%, ბოლო 7 დღის – 2,75%.

კარანტინის რეჟიმში – 226.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 2004.

კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 277.