საქართველო

12 მარტის მდგომარეობით, საქართველოში – ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით – კორონავირუსის 332 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში – ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 332 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

12 მარტის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 274 377 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 343-ით გაიზარდა და ის 267 764-ს შეადგენს.

ახალი მონაცემებით, 12-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის 3 634-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 26 700, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17 307, PCR ტესტით – 9 393;

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 1,24%, ბოლო 14 დღის – 1,49%, ბოლო 7 დღის – 1,72%;

კარანტინის რეჟიმში – 245;

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1 310;

კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 130.