საქართველო

საქართველოში 2019-2020 სასწავლო წელი აკადემიურად არ გამოცხადდება, მეთორმეტე კლასელები სასწავლო წელს დაასრულებენ 20 მაისს, პირველ კლასელები 27 მაისს, დანარჩენი მოსწავლეები 15 ივნისს

საქართველოში აკადემიური წლად 2019-2020 სასწავლო წელები არ გამოცხადდება, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოში სასწავლო წელი დისტანციურად, ონლაინრეჟიმში, ნორმალურად ჩატარდა.

„მეთორმეტე კლასელები სასწავლო წელს დაასრულებენ 20 მაისს და პირველ კლასელები 27 მაისს. დანარჩენი მოსწავლეები 15 ივნისს. ამასთან ერთად, მინდა გითხრათ, რომ ეროვნული გამოცდები ჩატარდება ჩვეულ რეჟიმში და მათ თარიღი გამოცხადება, როგორც ყოველთვის, ივნისის თვეში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.