საქართველო

საქართველოში კორონავირუსი 604 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 240 უკვე გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი 604 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 240 უკვე გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებგვერდი stopcov.ge აქვეყნებს.

ამავე ვებ-გვერდის ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში 4887 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 500 მოქალაქე რჩება.

საქართველოში COVID-19-ით უკვე 9 ადამიანი გარდაიცვალა.