საქართველო

11 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში – კონტროლირებად ტერიტორიაზე – კორონავირუსის 557 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 557 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

11 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 264 158 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 639-ით გაიზარდა და ის 256 024-ს შეადგენს.

ახალი მონაცემებით, 10-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის 3 321-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 21890, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13380, PCR ტესტით – 8510.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,54%, ბოლო 14 დღის – 3,5%, ბოლო 7 დღის – 3,23%.

კარანტინის რეჟიმში – 386.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 2083.

კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 290.