საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
11 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 239 780 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 880-ით გაიზარდა და ის 226 215-ს შეადგენს.
ახალი მონაცემებით, 23-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის 2 796-ს შეადგენს.