საქართველო

10 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში – კონტროლირებად ტერიტორიაზე – კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.


10 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 11 271 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 253-ით გაიზარდა და ის 6 119-ს შეადგენს.


ახალი მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ით სულ 78 ადამიანი გარდაიცვალა.