საქართველო

10 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში – კონტროლირებად ტერიტორიაზე – კორონავირუსის 544 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 544 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

10 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 263 601 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 469-ით გაიზარდა და ის 255 385-ს შეადგენს.

ახალი მონაცემებით, 5-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის 3 311-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 18244, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11615, PCR ტესტით – 6629.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,98%, ბოლო 14 დღის – 3,64%, ბოლო 7 დღის – 3,41%.

კარანტინის რეჟიმში – 421.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 2094.

კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 316.