საქართველო

10 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში – კონტროლირებად ტერიტორიაზე – კორონავირუსის 4 570 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 4 570 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

10 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 178 953 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3 045-ით გაიზარდა და ის 148 332 -ს შეადგენს.

ახალი მონაცემებით, 43-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის 1 657-ს შეადგენს.