საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
10 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 11 271 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 253-ით გაიზარდა და ის 6 119-ს შეადგენს.
ახალი მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ით სულ 78 ადამიანი გარდაიცვალა.