საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
1-ლი ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 6 640 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 299-ით გაიზარდა და ის 3 419 -ს შეადგენს.
ქვეყანაში ვირუსით 40 ადამიანი გარდაიცვალა.