საქართველო

1-ლი მარტის მდგომარეობით, საქართველოში – ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით – კორონავირუსის 160 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში – ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 160 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

1 მარტის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 270 918 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 409-ით გაიზარდა და ის 265 523-ს შეადგენს.

ახალი მონაცემებით, 10-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-12-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის 3 520-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 17 947, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 244, PCR ტესტით – 4 703;

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 0,89%, ბოლო 14 დღის – 1,9%, ბოლო 7 დღის – 1,44%;

კარანტინის რეჟიმში – 253;

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1 510;

კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 154.