საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 1-ლი ივლისიდან 70 წელს ზემოთ პირების პენსია მიაღწევს 250 ლარს, მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები პენსიონერების პენსია კი 300 ლარი გახდება, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.
„2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა წლის დასაწყისში გაცხადებული პენსიების ზრდის პარამეტრების შენარჩუნება გახდა, რომელთა მიხედვითაც 1-ლი ივლისიდან 70 წელს ზემოთ პენსიონერები დამატებით 30 ლარს მიიღებენ და მათი პენსია 250 ლარი გახდება, მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები პენსიონერები კი ყოველთვიურად 300 ლარს მიიღებენ. გარდა ამისა, ჩვენ შევძელით და ჩავდეთ დაზღვევის მექანიზმები, რომლებიც გარანტირებულად, ყოველწლიურად აძლევს ჩვენს პენსიონერებს შესაძლებლობას, რომ პენსია გაიზარდოს. ეს ზრდა იქნება დაკავშირებული როგორც ინფლაციასთან, ასევე 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის ეკონომიკური ზრდის 80%-ის მაჩვენებელთან“, – განაცხადა გახარიამ.