საქართველო

1 ივლისიდან 70 წელს ზემოთ პენსიონერებს პენსია დამატებით 30 ლარით გაეზრდებათ

1 ივლისიდან 70 წელს ზემოთ პენსიონერებს პენსია დამატებით 30 ლარით გაეზრდებათ. (ჯამში 250 ლარი თვეში)

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის თანახმად, მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პირები სოციალური შეღავათებით სარგებლობენ.

2016 წლიდან საპენსიო ასაკს მიღწეულ პირებს (ქალები – 60 წლიდან, მამაკაცები – 65 წლიდან) ეძლევათ ყოველთვიური დანამატი სახელმწიფო პენსიის 20 %-ის ოდენობით, 2020 წლის 1 იანვრიდან მთაში მცხოვრები ასაკით პენსიონერები 220 ლარის ნაცვლად 264 ლარს იღებენ, ხოლო 2020 წლის 1 ივლისიდან 70 წელს ზემოთ პენსიონერები 300 ლარს მიიღებენ.