მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ჰავაიზე ვულკანის გააქტიურების გამო ევაკუაცია გამოცხადდა

ჰავაის ყველაზე დიდ კუნძულზე, საცხოვრებელი რაიონის სიახლოვეს, კილუეას მთაზე ვულკანის ამოფრქვევის გამო საგანგებო მდგომარეობა და 1 700 ადგილობრივი მცხოვრების სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადდა.

ამერიკულმა „წითელმა ჯვარმა“ ევაკუირებულთათვის თავშესაფარი გახსნა.

როგორც BBC იუწყება, ვულკანის აფეთქებამდე, ბოლო დღეებში რეგიონში რამდენიმე მძლავრი მიწისძვრა მოხდა.

ჰავაის გუბერნატორმა დევიდ იგემ განაცხადა, რომ მან, ათასობით ევაკუირებული ადამიანის დასახმარებლად, ეროვნული გვარდიიდან სამხედრო რეზერვისტები გამოიძახა.