მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს „სამხედრო დამნაშავე“ უწოდა

მერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს „სამხედრო დამნაშავე“ უწოდა. ბაიდენის მიერ პუტინისადამი ამგვარი ტერმინის გამოყენება პირველი შემთხვევაა. თეთრმა სახლმა მოგვიანებით განაცხადა, რომ პრეზიდენტი „თავისი გულიდან საუბრობდა“. მიუხედავად ამისა, კრემლმა აღნიშნულ შეფასებას „მიუტევებელი რიტორიკა“ უწოდა.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ასეთი რიტორიკა მიუღებელია და მიუტევებელია სახელმწიფოს მეთაურის მხრიდან, რომლის ბომბებმა ასობით ათასი ადამიანი მოკლეს მთელ მსოფლიოში“, – განუცხადა რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tass-ს პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

ბაიდენის მიერ პუტინის შეფასება ვაშინგტონში ოთხშაბათს, რეპორტიორის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას მოხდა: „ბატონო პრეზიდენტო, ყველაფრის შემდეგ, რაც ჩვენ ვნახეთ, მზად ხართ პუტინს სამხედრო დამნაშავე უწოდოთ?“

პრეზიდენტმა ჯერ უპასუხა „არა“, შემდეგ კი შეცვალა პასუხი: „მკითხეთ, გეტყოდით თუ არა…? ოჰ, ვფიქრობ, ის არის სამხედრო დამნაშავე“.

თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ მოგვიანებით თქვა, რომ უკრაინაში ძალადობის „ბარბაროსული“ სურათების ნახვის შემდეგ ეს პრეზიდენტის გულიდან მომდინარე საუბარი იყო, ვიდრე რაიმე ოფიციალური განცხადება.

guardian.ge