მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული საიმიგრაციო პოლიტიკის რეგულაციები გააუქმა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საიმიგრაციო პოლიტიკის შესახებ სამ აღმასრულებელ განკარგულებას მოაწერა ხელი, რომელიც დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულ საიმიგრაციო პოლიტიკის რეგულაციებს აუქმებს.

„მე არ ვქმნი ახალ კანონს. მე ვაუქმებ ცუდ პოლიტიკას“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ერთ-ერთი აღმასრულებელი განკარგულება განცალკევებული იმიგრანტი ოჯახების გაერთიანებას ეხება. დოკუმენტის თანახმად, ჩამოყალიბდება სპეციალური ერთეული, რომელიც იმუშავებს 2017-2018 წლებში განცალკევებული 600-ზე მეტი მიგრანტი ბავშვის მშობლებთან გაერთიანებაზე.

ბაიდენის მიერ ხელმოწერილი კიდევ ორი განკარგულება ითვალისწინებს დონალდ ტრამპის პოლიტიკის გადახედვას, რომლითაც იზღუდებოდა თავშესაფრის მინიჭება, მცირდებოდა აშშ-ში ლეგალური იმიგრაცია და უქმდება უცხოური ქვეყნების ფინანსური დახმარება.