საქართველო

ჯორჯ კენტი: სწორედ „ქართული ოცნების“ მთავრობამ განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრობაზე 2024 წელს განაცხადს შეიტანენ

ვფიქრობ, თამამად შეიძლება შევაფასოთ, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობამ, რომლის ხელისუფლებაში ყოფნა დაიწყო ბიძინა ივანიშვილის პრემიერ მინისტრობით, შემდეგ პარტიის თავმჯდომარედ მისი ყოფნით და ახლა მისი ამ როლიდან ფორმალურად გადადგომით, შეინარჩუნა ერთგულება დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის გზისადმი, – განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპულ და ევრაზიულ საქმეებში ჯორჯ კენტმა აშშ-ის სენატში, სადაც საქართველოს საკითხზე მოსმენა გაიმართა.

მან აღნიშნა, რომ საქართველოს დასავლური გზისადმი ერთგულება და მისი სტრატეგიული მიზანი აშკარაა. 

„ვფიქრობ, თამამად შეიძლება შევაფასოთ, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობამ, რომლის ხელისუფლებაში ყოფნა დაიწყო ბიძინა ივანიშვილის პრემიერ მინისტრობით, შემდეგ პარტიის თავმჯდომარედ მისი ყოფნით და ახლა მისი ამ როლიდან ფორმალურად გადადგომით, შეინარჩუნა ერთგულება დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის გზისადმი. სწორედ „ქართული ოცნების“ მთავრობამ განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრობაზე 2024 წელს განაცხადს შეიტანენ. ისინი განაგრძობენ NATO-ს წევრობისკენ სწრაფვას. ნათელია, რომ ეს არის არა მარტო ქართველების სულ მცირე სამი-მეოთხედის არჩევანი, ის არის „ქართული ოცნების“ მთავრობების მუდმივი არჩეული გზა, რომელსაც ფორმალურად როგორც თავმჯდომარე, თუ არაფორმალურად როგორც პარტიის დამფუძნებელი ხელმძღვანელობს ბიძინა ივანიშვილი. როდესაც ვუსმენთ ქართველებს, მათ შორის ახალ პრემიერ-მინისტრს, რომელიც თავდაცვის მინისტრი იყო და რომელთანაც მჭიდროდ ვმუშაობდით, საქართველოს გზისადმი ერთგულება და მათი სტრატეგიული მიზანი აშკარაა. ვფიქრობ, ეს მოსმენა არის ფოკუსირება იმაზე, არიან თუ არა ერთგულები ისინი იმ ღირებულებებისადმი, რომლებიც მათ ამ გზაზე გაუძღვება, რადგან ნატო არ არის მხოლოდ სამხედრო ალიანსი. ეს არის ქვეყნების გაერთიანება, რომლებიც იზიარებენ საერთო ღირებულებებს. ვფიქრობ, ეს არის საბოლოო ტესტი და მიზეზი, თუ რატომ არის ის მოვლენები, რომელთა განსახილველად თქვენ მოიწვიეთ ეს მოსმენა, ასეთი მნიშვნელოვანი საქართველოს მომავლისთვის“, განაცხადა კენტმა.

მან რუსულ აგრესიასა და საქართველოს წინაშე არსებულ გამომწვევებზეც ისაუბრა და თქვა, რომ როდესაც შენს გვერდით არის სახელმწიფოები – რუსეთი, თურქეთი და ირანი, ეს სამი იმპერია და როდესაც არსებობს ასეთი საფრთხე, საქართველომ უნდა გააერთიანოს ძალები, დაალაგოს შიდა თამაშის წესები და ფოკუსირებული იყოს რეალურ გამოწვევებზე.

„აფხაზეთსა და ოსეთში ტრადიციულად მცხოვრები ქართველების უმეტესობის ეთნიკური წმენდა მოხდა. ასობით ათასი ადამიანი გადაიქცა იძულებით გადაადგილებულ პირად. 2008 წლის ომის დროს კიდევ დამატებით 25 ათასზე მეტი ადამიანი განდევნეს სამხრეთ ოსეთიდან. რუსები არიან საქართველოს ტერიტორიაზე. რუსეთს აქვს სამხედრო ბაზები სომხეთში, ასევე, თურქეთის საზღვრის გასწვრივ დახმარებას უწევენ სომხეთსა და სომხეთის უსაფრთხოების გარანტორად გვევლინებიან. რუსი მშვიდობისმყოფელები ახლა არიან მთიან ყარაბაღში. ეს პირველად ხდება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ეს საქართველოსთვის გამოწვევაა. დარწუნებული ვარ, საქართველო საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, როდესაც გაგვიზიარებს შეხედულებას და იტყვის, რომ საქართველო უძველესი დროიდან არის გარშემორტყმული სამი იმპერიის – რუსული, ოსმალეთის და სპარსეთის მიერ. ზოგჯერ სახელები იცვლება, მაგრამ დინამიკა პატარა საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის რჩება. როდესაც შენს გვერდით არის ეს სახელმწიფოები – რუსეთი, თურქეთი და ირანი, ეს სამი იმპერია, რომელთა შორისაც საქართველომ საუკუნეების განმავლობაში მოახერხა გადარჩენა, შენ ნამდვილად გრძნობ ზეწოლას. სწორედ ამიტომ გვიყურებენ ჩვენ როგორც მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს და როდესაც ასეთი საფრთხე არის შენ წინაშე, შენ არ უნდა ქმნიდე შიდა კრიზისს. საქართველომ უნდა გააერთიანოს ძალები, დაალაგოს შიდა თამაშის წესები და ფოკუსირებული იყოს რეალურ გამოწვევებზე, როგორებიც არის შეცვლილი გეოსტრატეგიული რეალობა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც ემუქრება შენი ქვეყნის ეკონომიკას პოსტკოვიდის პანდემიის გარემოში“, – განაცხადა ჯორჯ კენტმა.