საქართველო

ჯონ ბოლტონმა მამუკა ბახტაძეს მადლობა გადაუხადა

„გუშინ ვესაუბრე საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამაუკა ბახტაძეს რათა მადლიერება გამომეხატა საქართველოს მიერ ვენესუელას დროებით პრეზიდენტად ხუან გუაიდოს აღიარების შესახებ. განვიხილეთ სხვა მნიშვნელოვანი ორმხრივი საკითხები, მათ შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობა და განვითარება“, – აღნიშნულია აშშ-ის უშიშროების საბჭოს მდივანისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩეველის ჯონ ბოლტონის განცხადებაში,რომელიც მან „ტვიტერზე“ დაწერა.