ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

ჯოზეფ ბაიდენი: პრეზიდენტი ზელენსკი და ყველა უკრაინელი მსოფლიოს ყოველდღე ახსენებს, რა არის სიმამაცე

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი კიევში ვიზიტის შემდეგ აცხადებს, რომ „თავისუფლება ფასდაუდებელია და ღირს ბრძოლა“.

„პრეზიდენტი ზელენსკი და ყველა უკრაინელი მსოფლიოს ყოველდღე ახსენებს, რა არის სიმამაცე. ისინი გვახსენებენ, რომ თავისუფლება ფასდაუდებელია. და ღირს ბრძოლა. რამდენი ხანიც არ უნდა დასჭირდეს“, – წერ ბაიდენი Facebook-ზე.

ბაიდენის კიევში მოულოდნელ ვიზიტს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კი ასე გამოეხმაურა.

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. თქვენი ვიზიტი მხარდაჭერის უაღრესად მნიშვნელოვანი გამოხატულებაა ყველა უკრაინელისთვის“, – დაწერა ზელენსკიმ „ფეისბუქზე“.