საქართველო

ჯინ შაჰინი გამოხატავს იმედს, რომ საქართველოში არსებული „ამჟამინდელი ჩიხი“ მოლაპარაკების გზით და ოპოზიციის პარლამენტში შესვლით დასრულდება

ამერიკელი სენატორი, სენატის ვროპისა და რეგიონული თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ჯინ შაჰინი სენატში, სენატში საქართველოს შესახებ გამართული მოსმენების შემდეგ „ტვიტერში“ ვიდეომიმართვას ავრცელებს და გამოხატავს იმედს, რომ საქართველოში არსებული „ამჟამინდელი ჩიხი“ მოლაპარაკების გზით და ოპოზიციის პარლამენტში შესვლით დასრულდება.

„დღეს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული თანამშრომლობის ქვეკომიტეტში გაიმართა მოსმენა საქართველოში შექმნილ ამჟამინდელ სიტუაციასთან დაკავშირებით. აშკარაა ის, რომ საქართველოსადმი ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა გრძელდება და ჩვენ გვსურს, ვიხილოთ პროგრესის გაგრძელება დემოკრატიზაციის რეფორმებში, მნიშვნელოვანი ინსტიტუტების რეფორმირებაში, რაც ბოლო დეკადაში ხდებოდა, მაგრამ ამჟამინდელი ჩიხი საქართველოში ქმნის თავსატეხს და რაც ჩვენ გვჭირდება არის ის, რომ ვიხილოთ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ოპოზიციურ პარტია „ენმ“-სთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დამჯდარი და გადაწყვეტილებამდე მისული, რომელიც უზრუნველყოფს პარლამენტის წევრების დაბრუნებას შიგნით და ქართველი ხალხისთვის მუშაობას და გვინდა ვიხილოთ გრძელვადიანი შეთანხმება ინსტიტუტების რეფორმირების თაობაზე, რათა საქართველომ გააგრძელოს თავისი გზა დასავლეთისა და დემოკრატიზაციისკენ, ნატო-სკენ და ევროკავშირში ინტეგრაციისკენ და გვინდა ვიხილოთ აშშ-სა და საქართველოს შორის ძლიერი პარტნიორობის გაგრძელება“, ამბობს სენატორი ჯინ შაჰინი ვიდეოში.